შს მინისტრმა მოადგილეები ოფიციალურად წარადგინა
შს მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი იქნება.
შს მინისტრის მოადგილეები ასევე იქნებიან: ლევან იზორია, ალეკო ტაბატაძე, გელა ხვედელიძე და ალექსი ბატიაშვილი.
ვაკანტურია საპატრულო პოლიციის უფროსს პოსტი. ირაკლი ღარიბაშვილი საპატრულო პოლიციის შეფს ხვალ წარადგენს.
მინისტრის განცხადებით, ჯერჯერობით ვაკანტური რჩება საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსის პოსტიც.
" დარწმუნებული ვარ, რომ წარმოდგენილი გუნდი ძალიან ეფექტური იქნება. განისაზღვრა მთავრი პოლიტიკა - ეს არის სამართლიანობა, კანონიერება, ჰუმანურობა... ჩვენ ამის განხორციელებას შევძლებთ. მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება ვიმუშაო ისეთ პროფესიონალებთან, როგორებიც ეს ადამიანები არიან" - განაცხადა ღარიბაშვილმა.