თეა წულუკიანს მელნიკოვის ჩვენება არ უკვირს

თეა წულუკიანს მელნიკოვის ჩვენება არ უკვირს

   საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით,  სანდრო გირგვლიანის საქმეზე ოლეგ მელნიკოვის ჩვენება მოსალოდნელი იყო და გასაკვირი სულაც არ არის. 

   "ოლეგ მელნიკოვის ჩვენების მოსმენისას სტრასბურგის მძიმე დღეები მახსენდება, როცა მე და მთელი სტრასბურგის სასამართლო მაშინდელ იუსტიციის სამინისტროს გირგვლიანის საქმის მასალების ფარულ ნაწილს ვთხოვდით. თავიდან მათ თქვეს უარი და შემდეგ იმიტომ, რომ ეს საერთაშორისო სასამართლო იყო, იძულებული გახდნენ ეს მასალები წარმოედგინათ. მასალები იყო ფრაგმენტული, მაგრამ მაინც ძვირფასი ინფორმაცია იყო იმის მიმანიშნებლად, რომ ყველა მაღალჩინოსანი ხელის დაფარებაში იყო ჩართული. ამიტომაც სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტო სიტყვები თქვა, რაც იყო რეალობა, რომ ყველა მაღალჩინოსანი: შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენპროკურირი, სასჯელაღსრულება, მოსამართლე და მაშინდელი პრეზიდენტი ჩართული იყო საქმეში და პირი შეკრეს იმისთვის, რომ მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩემთვის მელნიკოვის ჩვენება გასაკვირი არ არის. უბრალოდ მიხარია, რომ დღეს სასამართლოს დარბაზში არ არიან ნიღბიანები, როგორც იყო გირგვლიანის პროცესის დროს, როცა განსასჯელები არც კი ჩანდნენ, იმდენი ნიღბიანი იცავდა მათ. პროცესი არის გამჭირვალე და ეს არის მთავარი, რომ პროკურორს აქვს დარბაზში ღირსების განცდა, დარბაზში ნიღბიანების ნაცვლად, იმყოფებიან ჟურნალისტები და დანარჩენს საზოგადოება ხედავს - სწორად განხორციელდება თუ არა მართლმსაჯულება." - განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: