დავით ნარმანია:-"უფასო სასადილოების ხარისხი გაუმჯობესდება"
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან უფასო სასადილოებზე განცხადება გააკეთა:
-"მთავრობის წინა სხდომაზე რაიონების გამგებლებსა და შესაბამის სამსახურებს დავავალე,აღნიშნულთან დაკავშირებით მონიტორინგი განეხორციელებინათ. მათ პირველადი ინფორმაციაწარმოადგინეს, თუმცა ეს მაინც სტატისტიკური ინფორმაციაა. ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს, თუ რამდენი ადამიანი სარგებლობს პროგრამით, როგორია ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები და როგორია საკვების ხარისხი. პროგრამა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. დამატებითი ბენეფიციარები არიან შემოსულები განცხადებით და ისინი უნდა დავაკმაყოფილოთ. პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება და ხარისხი გაუმჯობესდება".