ირაკლი ღლონტი:-"-რამდენიმე თვეში შეწყვეტს დედაქალაქის მერი მერიაში მოსახლეობასთან პირად შეხვედრებს"
თბილისის მერის მოსახლეობასთან შეხვედრებს "რეფორმატორების" ლიდერი ირაკლი ღლონტი ეხმიანება და ამბობს:
-"რამდენიმე თვეში შეწყვეტს დედაქალაქის მერი მერიაში მოსახლეობასთან პირად შეხვედრებს. ეს ,,ფინტი'' თავის დროზე ნაცებმაც სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ და რამდენიმე კვირის თავზე სამსახურის სხვა თანამშრომლებს უწევდათ პოლიტიკური თანამდებობის პირების ნაცვლად მრავალსაათიანი უშედეგო შეხვედრების წარმოება და იმედგაცრუებული მოსახლეობის ლანძღვა-გინების მოსმენა. ,,ფინტი'' - ცრუ მოძრაობა!