დიმიტრი ლორთქიფანიძე: "არ უნდა გავყიდოთ ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი წარსული და ის იდეალები"
უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე, ანაკლიაში, "კაზანტიპის" საწინააღმდეგო სამშვიდობო პარაკლისს ესწრება. მისი განცხადებით, ყველაფერი, რისი გაყიდვაც სახელმწიფოს და ადამიანს შეუძლია, არ უნდა გავყიდოთ.
"ჩვენ არ უნდა გავყიდოთ ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი წარსული და ის იდეალები, რაზედაც ჩვენი სახლემწიფო დგას. არ უნდა მივცეთ არავის უფლება, რომ ჩვენი წარსული შებღალოს", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.