"ვინ ახდენს ზეწოლას მერიის თანამშრომლებზე"

"ვინ ახდენს ზეწოლას მერიის თანამშრომლებზე"

   რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი საკრებულოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს და  აცხადებს, რომ "რუსთავის მერიის თანამშრომლებს განცხადების სპეციალური ფორმა დაურიგდათ, რომლის თანახმად ისინი სამსახურიდან წასვლას პირადად მოითხოვენ".

    -"კანონმდებლობიდან გამომდინარე, რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს. თანამშრომლებს აიძულებენ, დაწერონ პირადი განცხადებები სამსახურიდან წასვლის შესახებ და ამ განცხადების ფორმას თვითონ უდგენენ"-ამბობს ჩიქოვანი და პროკურატურას მიმართავს, დაადგინოს, "ვინ ახდენს ზეწოლას მერიის თანამშრომლებზე".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: