გიორგი მღებრიშვილი - არსებობს ლეგიტიმური კითხვები, რაზეც აუცილებლად არგუმენტირებული პასუხებია გასაცემი
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, "პროკურატურას ალბათ, უტყუარი მტკიცებულებები გააჩნია იმისა, რომ სააკაშვილისთვის ბრალი წარედგინა".
"არსებობს ლეგიტიმური კითხვები, რაზეც აუცილებლად არგუმენტირებული პასუხებია გასაცემი. მე ვფიქრობ, რომ პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები ექნებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ ბრალს არ წარუდგენდნენ", – განაცხადა მღებრიშვილმა.
კითხვაზე, არის თუ არა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის შესაბამისი საკანი, მინისტრმა განაცხადა – "მოვაწყობთ".