კონსტანტინე გაბაშვილი - რეცეპტის მოპოვება ქრონიკული ავადმყოფისთვის ხდება წამება
კონსტანტინე გაბაშვილი რეცეპტის ინსტიტუტის შემოღებას facebook საკუთარ გვერდზე ეხმაუება.
"ეხლა გავეცანი ჯანდაცვის სამინისტროს "სარეცეპტო სიას". ერთი მარტივი დასკვნა – ესენი მოსახლეობას დახოცვას გვიპირებენ! ქვეყანაში, სადაც დაზრვევა დეფექტურია (თუნდაც და განსაკუთრებით მედიკამენტების საკითხში), ანუ სადაც წამლები არ ანაზღაურდება, სადაც სამედიცინო მომსახურება პრობლემური და ხშირად არაეფექტურია, სადაც პაციენტიც და ექიმიც ფაქტიურად დაუცველია, სადაც უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი – ეს მედიცინის ბიუროკრატები გვთავაზობენ ფაქტიურად უარის თქმას წამლებზე! რეცეპტის მოპოვება ქრონიკული ავადმყოფისთვის ხდება წ ა მ ე ბ ა, რაც თითქმის უდრის წამალზე უარის თქმას ან გაუთავებელ შეზღუდვას. თუ დახოცვას გვიპირებთ – სხვა უფრო სწრაფი რამ იხმარეთ, სხვა დროს სხვაგან გამოყენებული, მაგალითად – გაზის კამერები ან მასობრივი დახვრეტა, უფრო ჩქარა გაიხარებთ, თქვე სადისტებო!"