ნიკიტა მარშუკი: ჩვენ ნარკოტიკების შემოტანას არ ვაპირებთ და 20 დან - 30 აგვისტომდე საქართველოში სექსზეც უარი უნდა თქვან!
"კაზანტიპის" პრეზიდენტი სასულიერო პირების არშეშვებაზე განმარტებას აკეთებს. ნიკიტა მარშუკის განცხადებით, "კაზანტიპის" ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ჩამოტანილია ძვირადღირებული ტექნიკა და სასულიერო პირებისა და მრევლის არშეშვება მარშუნოკმა უსაფრთხოების ზომებით ახსნა.
"ეს ადამიანები ემოციების ქვეშ არიან, მე მათ დამშვიდებისკენ მოვუწოდებ და ასევე გამოვდივარ ინიციატივით, რომ გაიმართოს დიალოგი. ჩვენ არ ვაპირებთ ნარკოტიკების შემოტანას და აქციის მონაწილეებს, ვფიქრობ, რომ არ აქვთ სწორი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ", - აცხადებს ნიკიტა მარშუკი და ინიციატივით გამოდის, რომ 20-დან 30 აგვისტომდე საქართველოში სექსზე უარი თქვან.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიაში სასულიერო პირებისა და მრევლის მონაწილეობით აქცია-მსვლელობა გაიმართა.
აქციის მონაწილეები პოლიციამ "კაზანტიპის" ტერიტორიაზე არ შეუშვა.