საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის საუბარი შედგა
საქართველოს პრეზიდენს, გიორგი მარგველაშვილსა და პოლონეთის პრეზიდენტ, ბრონისლავ კომოროვსკის შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის ფარგლებში მხარეებმა NATO-ს სამიტზე განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს.
სამიტის კონტექსტში ლიდერები კონკრეტულ სამუშაო მექანიზმზე შეთანხმდნენ, რომლის შესახებაც უელსის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრის დროს უფრო დეტალურად იმსჯელებენ.
გიორგი მარგველაშვილმა და ბრონისლავ კომოროვსკიმ უკრაინაში შექმნილი ვითარებაზეც გაამახვილეს ყურადღება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.