მიხეილ სააკაშვილზე ქვეყნის შიდა ძებნა გამოცხადდა
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ქვეყნის შიდა ძებნა გამოცხადდა. აღნიშნულზე ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის განცხადებით, ამის შესახებ გამოტანილია დადგენილება, რომელიც გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბრის აქციისა და "ტელეიმედში" შეჭრაზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, რის გამოც მასზე ძებნა გამოცხადდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილს საზღვრის გადმოკვეთის მცდელობისას დააკავებენ.
"გამოტანილია დადგენილება ყოფილი პრეზიდენტის ძებნის შესახებ. მიხეილ სააკაშვილი ძებნილად არის ცნობილი. მასზე გამოცხადებულია შიდა ძებნა. გამოტანილია დადგენილება, რომელიც გადაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს." - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.