ანდერს ფოგ რასმუსენი - წარსულში, მსგავსი დეკლარაციები არაერთხელ მოგვისმენია
"ნატოს" გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდეტის ვლადიმერ პუტინის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც რუსეთის ლიდერი აცხადებს, რომ იგი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა უკრანიაში სიხლისღვრა შეწყდეს.
ამის შესახებ რასმუსენმა ნორვეგიაში ვიზიტისას განაცხადა.
"სამწუხაროდ, წარსულში, მსგავსი დეკლარაციები არაერთხელ მოგვისმენია, მაგრამ ისინი რაიმე პრაქტიკულ საქმეში არ გარდასახულა. პირიქით კი არაერთხელ მოხდა," - განაცხადა რასმუსენმა.