საპატრულო პოლიციის შეფის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს საპატრულო პოლიციის უფროსს დაასახელებს. ვაკანტური რჩება საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეც იქნება.
"კანონში იგეგემება გარკვეული ცვლილება და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსის კანდიდატურა მოგვიანებით გახდება ცნობილი. ყველა კეთილსინდისიერი თანამშრომელი დარჩება სამინისტროშო, ხოლო ძველი მინისტრის ვერც ერთი მოადგილე თანამდებობას ვერ შეინარჩუნებს", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.