ბათუმი ევროპის ეკონომიკური სენატის კონგრესს მასპინძლობს
ბათუმი ევროპის ეკონომიკური სენატის კონგრესს მასპინძლობს. ფორუმში სენატის აღმასრულებელი დირექტორი, სენატორები, ევროპის მსხვილ გადამხდელთა თავმჯდომარე, ევროპარლამენტის წევრები და ინვესტორები მონაწილეობენ.
ცნობილია, რომ კონგრესის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გაიმართება, სადაც ყურადღება ქართულ–ევროპული სავაჭრო ურთიერთობების გამარტივების წესებზე გამახვილდება. საუბრის მთავარი თემა ინვესტორების მოზიდვა და საქართველოში ევროპული ბიზნესის სტანდარტების დანერგვა იქნება.