გოკა გაბაშვილი: მსოფლიოში, არსად მიხეილ სააკაშვილს პრობლემებს არ შეუქმნიან, იმიტომ, რომ ეს ივანიშვილს და მის ოლიგარქიულ რეჟიმს სჭირდება
"მსოფლიოში, არსად მიხეილ სააკაშვილს პრობლემებს არ შეუქმნიან, იმიტომ, რომ ეს ივანიშვილს და მის ოლიგარქიულ რეჟიმს სჭირდება",-ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გოკა გაბაშვილი აცხადებს.
გაბაშვილი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე შიდა ძებნის გამოცხადებას ეხმაურება.
"ივანიშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებიდან გამორთავს. უფრო მეტიც, თუ მას საშუალება მიეცემა, ის ისევე განახორციელებს დევნას მის წინააღმდეგ, როგორც ჩვენი სხვა ლიდერების წინააღმდეგ. ეს არის აბსურდული გეგმა, იმიტომ, რომ მსოფლიოში არსად მიხეილ სააკაშვილს პრობლემებს არ შეუქმნიან, იმიტომ, რომ ეს ივანიშვილს და მის ოლიგარქიულ რეჟიმში სჭირდება.
რაც შეეხება საქართველოში მისი ჩამოსვლისთვის პრობლემების შექმნას, რისი მცდელობაც ესაა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების და მთავრობის მიზანიც ესაა, მაგრამ იმ ფონზე, როგორც მიდის ქვეყნის ცხოვრება, მიდის გაუარესება ყველა სფეროში, ისინი ძალიან მალე დაკარგავენ იმ მდგომარეობას, რომელიც დღეს აქვთ და იძულებულები იქნებიან, ეს დევნის კამპანიაც შეაჩერონ".