ნოდარ ხადური რიჩარდ ნორლანდს ხვდება
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამერიკის ელჩთან გაცნობითი სახის შეხვედრას მართავს.
შეხვედრას ესწრებიან საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი "მილენიუმ ჩელენჯ კორპორეიშენის" ვიცე-პრეზიდენტი ტომ ჰარლი, ამავე კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ჯეიმს მაკ ნიკოლასი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორი საქართველოში სტივენ ჰეიკინი.
საუბრის მთავრი თემა "ათასწლეულის გამოწვევისა" და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მიმდინარეობაა.