ცოტნე გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას მისი პრეზიდენტობის დროს ხელფასი არ აუღია!
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟმა, ცოტნე გამსახურდიამ "ობიექტივის" ეთერში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის კომენტარზე,რომ თითქოს თავის დროზე ზვიად გამსახურდიასაც ედავებოდნენ სახელმწიფო თანხების ხარჯვაში, მწვავე განცხადება გააკეთა.განცხადებაში ნათქვამია:
" ეს არის სრული აბსურდი, ვურჩევდი ამ არამზადას ენა ჩაიგდოს! პირი გამოირეცხოს სანამ ზვიად გამსახურდიაზე ისაუბრებს! მადლობა ღმერთს, იმ ჯოჯოხეთური ცილისწამების ნიაღვარში და კრემლის პროპაგანდისტული მანქანის ამ სიბინძურეების ფრქვევისას, არავის დაუდანაშაულებია მაშინაც კი ზვიად გამსახურდია მსგავს კახაბორულ საქციელში.
კი იყო ეს ყბადაღებული მერსედესის თემა და ეს მერსედესი გახლდათ სახელმწიფოსი და ყველამ იცის.
ზვიად გამსახურდიას არა თუ არცერთი კაპიკი სახელმწიფო სახსრებისა პირადი ნივთების შესაძენად არ გამოუყენებია, ზვიად გამსახურდიას არ აუღია არცერთი კაპიკი ხელფასი მისი პრეზიდენტობის დროს. მის ხელფასი თუ სწორად მახსოვს სრულად მიდოდა წყნეთის ბავშთა სახლის ანგარიშზე. მამაჩემის პოზიცია იყო ის, რომ ქვეყნის ხარჯზე შემოსავალი არ მიეღო.
კიდევ ერთხელ ვურჩევ ოთარ კახიძეს, სინდისთან ცოტა მწყრალად არიან მიხელ სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები, მესმის რომ ადვოაკტია და რაღაცის თქმის უფლებას აძლევს საკუთარ თავს, მაგრამ დღემდე ვერცერთმა დაუძინებელმა მტერმაც კი ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ზვიად გამსახურდიას ერთი თეთრი გამოეყენებინოს სახელმწიფო სახსრებიდან პირადი სურვილების დასაკმაყოფილებლად."- განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.