ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მესამე შეხვედრა გაიმართა

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მესამე შეხვედრა გაიმართა

   შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მესამე შეხვედრა გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. აღნიშნული სახელმწიფო კომისიის ფუნქციაა განახორციელოს მუდმივი დაკვირვება ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაბამისი კანონმდებლობის აღსრულებაზე.
  შეხვედრაზე განიხილეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის კონტროლთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები, კერძოდ, სამართალდამცავი, ჯანდაცვისა და საბაჟო კუთხით. სახელმწიფო კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს "ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყოველკვარტალური ანგარიშის განსაზღვრასა და გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.
 შეხვედრაზე მხარეებმა კომისიის მეორე სხდომაზე წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის სრულყოფის საკითხებზე ისაუბრეს. აღნიშნული ცვლილებების მიზანია შეივსოს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზები და წინადადების სახით წარედგინოს საქართველოს მთავრობას შესაბამისი კანონის საფუძველზე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: