უკრაინაში რუსული ჯავშანტექნიკის ნაწილი განადგურებულია
უკრაინაში რუსული ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურებულია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პეტრო პოროშენკომ დევიდ კემერონთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ გასულ ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან შეყვანილი სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს.