ეპიდემიოლოგიური საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელების გავრცელებაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი თქმით ამ ეტაპზე ქვეყანაში ეპიდაფეთქების საშიშროება არ არის.
"ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება, არაა ეპიდაფეთქება, ამ რაოდენობის შემთხვევები მეტ-ნაკლებად ყოველთვის იყო. ეპიდემიოლოგიური საშიშროება ამ ეტაპზე ცალსახად არ არსებობს. მარტივი პრევენციაა რეზინის ხელთათმანების გამოყენება, რაც ინფექციის შემაკავებელი ეფექტური ფაქტორია", - განაცხადა დავით სერგეენკომ.