"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს

   როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდის განმავლობაში, პროკურატურა სააკაშვილის წინააღმდეგ დოკუმენტების ფაბრიკაციით არის დაკავებული.
   "საქართველოს მთავარი პროკურატურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე პოლიტიკურ დევნას განაგრძობს. ბოლო პერიოდის განმავლობაში, პროკურატურა სააკაშვილის წინააღმდეგ დოკუმენტების ფაბრიკაციით არის დაკავებული. დღეს ჩვენ პროკურატურის განცხადების სახით, ამ ყველაფრის კიდევ ერთი დადასტურება ვიხილეთ. ბიძინა ივანიშვილის პროკურატურის სანდოობის ხარისხი ნოლს უტოლდება", - აღნიშნულია განცხადებაში.
  მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილის კოსმეტიკური პროცედურების ხარჯების ამსახველი დოკუმენტები გაასაჯაროვა.
  პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების მასალებიდან დგინდება, რომ 2009-2012 წლებში მიხეილ სააკაშვილისა და მისი ახლობლების კოსმეტიკურ პროცედურებში დაიხარჯა  673 260 ლარი, აქედან უშუალოდ  მ.სააკაშვილის პროცედურებზე დაიხარჯა 399 495 ლარი.  კერძოდ მან საზღვარგარეთის სხვადასხვა კლინიკას რამდენჯერმე მიმართა ე.წ. "ბოტოქსისა" და ეპილაციის  პროცედურების ჩასატარებლად. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: