პოლიციამ ლევან გაჩეჩილაძის შვილი დააკავა

პოლიციამ ლევან გაჩეჩილაძის შვილი დააკავა

პოლიციამ გვიან საღამოს ლევან გაჩეჩილაძის შვილი გიორგი გაჩეჩილაძე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


"ძველი თბილისის რაიონულმა სამმართველომ გიორგი გაჩეჩილაძე დააკავა. გაჩეჩილაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ემუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს. ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. საქმე ეხება 27 ოქტომბერს გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე "გალერეაში" მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც კაფის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


დაკავებული გიორგი გაჩეჩილაძის ინტერესებს ადვოკატი ლალი აფციაური იცავს, მისი განცხადებით, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ დაკავებულს ცივი იარაღი ჰქონდა.  ხოლო ჟურნალ "ტაბულას" მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში კარგად ჩანს რომ გიორგი გაჩეჩილაძე ნაცემია.


"მივიღეთ ინფორმაცია, რომ ამ საქმეში არიან დაინტერესებული მხარეები, კერძოდ კი პროკურატურის ძველი თანამშრომლები უშუალოდ ასრულებდნენ თამარ ჩორგოლეიშვილის მითითებებს", - აცხადებს ლალი აფციაური.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: