"ცინიკური და ამაზრზენი ქაჯობა!"–სალომე ზურაბიშვილი უგულავას დაბადების დღეზე
გიგი უგულავას დაბადების დღის მატროსოვის ციხესთან აღნიშვნას "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:
–"ცინიკური და ამაზრზენი ქაჯობა! ამის შემხედავი მახსენდება ის დღეები, როცა პატიმრების უფლებების დარღვევის საპროტესტოდ მისული მე-5 საპრყობილეთან დაბარებული მშობლები კანტიკუნტად გამოჩნდნენ... შეშინებულნი ! დატერორებულნი! "რამე უფრო არ დავუშავოთო!"` ... ვინ გაბედავადა დაბადების დღის მოლოცვას.... და როგორ აწვალებდნენ თითო დედას თუ ცოლს ამანათის მიტანაზე გაჩრეკვა გადაგდებით!"