სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მომდევნო ეტაპი იწყება

სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მომდევნო ეტაპი იწყება

   კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე  www.directors.mes.gov.ge 18-დან 20 აგვისტომდე იქნება განთავსებული. კონკურსანტებს საშუალება ექნებათ მონიშნონ ის 3 სკოლა, სადაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი აქვთ. ამასთან, არ არის შეზღუდული ერთხელ მონიშნული სკოლის შეცვლა. 20 აგვისტოს მონიშნული სკოლები (ერთი, ორი ან სამი კონკურსანტის სურვილის მიხედვით) იქნება საბოლოოდ დამტკიცებული ასარჩევი ნუსხა.

    დირექტორობის კანდიდატებს ვთხოვთ, ყურადღებით გაეცნონ განაცხადის შევსების წესს, რომელიც თან ახლავს სააპლიკაციო ნუსხას 

    ასევე, გთხოვთ, სრულად ატვირთოთ ელექტრონული რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ფოტოსურათი; სამოტივაციო წერილი.

    21 აგვისტოდან ეტაპობრივად გამოქვეყნდება გასაუბრების განრიგი ქალაქებისა და რეგიონების მიხედვით.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: