ოთარ კახიძე:–"პრეზიდენტს უნდა ჩაეტარებინა გამოკვლევები და ეს არანაირ კავშირში არ არის ბოტოქსთან"
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის კოსმეტიკურ პროცედურებზე 399 495 ლარი დაიხარჯა. ამ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე გამოეხმაურა და განაცხადა:
–"საქართველოს პროკურატრის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ბოტოქსის პროცედურა დაახლოებით 350-200 ევრო ღირს და წელიწადში 2-3 პროცედურის მეტის ჩატარება არ შეიძლება. თუ ამას გავამრავლებთ ხუთ წელიწადზე 2009 წლიდან 2013 წლამდე, გამოდის, რომ სულ 4000 ევროს ბოტოქსი შეიძლება გაიკეთოს ადამიანმა და რანაირად გამოდის 400 ათასი ლარის დახარჯვა?!. სანამ ამ დოკუმენტებს გააყალბებენ, მანამდე უნდა ნახონ, რამდენი ბოტოქსი შეიძლება გაიკეთოს ადამიანმა. პრეზიდენტს უნდა ჩაეტარებინა გამოკვლევები და ეს არანაირ კავშირში არ არის ბოტოქსთან, ჯანმრთელობას ეხება. ასავალ-დასავალიზაცია პროკურატურისა სწორედ ამასთან არის კავშირში".