ოთარ დანელია: ხილ-ბოსტნეული 100%-ით გაძვირდა

ოთარ დანელია: ხილ-ბოსტნეული 100%-ით გაძვირდა

   სოფლის მეურნების მინისტრი ხილისა და ბოსტნეულის გაძვირებას რუსულ ბაზარს არ უკავშირებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხილი და ბოსტნეული თითქმის 100%-ით გაძვირდა. შარშანდელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის ბევრი პროდუქტის ფასი გაორმაგებული და გასამმაგებულია, რაც ექსპერტების შეფასებით რუსეთის ბაზრის გახსნასა და გვალვას უკავშირდება.
 ოთარ დანელიას განცხადებით პროდუქციის ფასზე მოქმედებს როგორც შიდა მოხმარების გაზრდა, ასევე ექსპორტის მზარდი მაჩვენებელი. მინისტრის თქმით, შიდა მოხმარების ზრდაზე ტურისტების რაოდენობის შთამბეჭდავი მონაცემებიც მოქმედებს, რადგან ლარსის გამშვები პუნქტის ინფორმაციით საზღვარზე დიდი მოძრაობაა, რაც მინისტრის შეფასებით,  ქვეყნისთვის კარგია.  მისივე თქმით, მსყიდველობითი უნარი თუ არ არსებობს, პროდუქცია ის ფასი არ ეღირება რაც ღირს. დანელიას შეფასებით, შიდა მოხმარების გზარდა  და ფასების მატება  ჯანსაღი, ჩვეულებრივი საბაზრო პროცესია.

 

წყარო: "კომერსანტი"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: