მელორ ვაჩნაძე:–"პატრული ლაგოდეხში არ არსებობს და კრიმინალური პოლიცია იძიებს ავტოსატრანსპორტო შემთხვევებს"

მელორ ვაჩნაძე:–"პატრული ლაგოდეხში არ არსებობს და კრიმინალური პოლიცია იძიებს ავტოსატრანსპორტო შემთხვევებს"

   მელორ ვაჩნაძე, რომელიც საკმაო აქტიურობით გამოირჩეოდა და უკვე კარგა ხანია აღარ ჩანს პოლიტიკურ არენაზე, სოციალურ ქსელში ფეისბუქ–სტატუსს წერს როგორც "სამოქალაქო აქტივობის" კლუბის თავმჯდომარე.

 

    "14 აგვისტოს, დაახლოებით 23 საათსა და 45 წუთზე, ლაგოდეხის რაიონში მომივიდა ავტო საგზაო შემთხვევა,(მოტოციკლით) რომელსაც  ვმართავდი სრულიად ფხიზელი(რაც დადასტურდა ალკოტესტით) ,ასევე მოტოციკლზე მეჯდა მეუღლე ნინო გოგოტიშვილი.

   ავარია მოგვივიდა სოფელ გურგენიანში, სადაც მოსახვევში შუა გზაზე ეყარა დიდი რაოდენობით სილა მოასფალტებულ საფარზე... ამას ისიც დაემატა, რომ გარე განათების სანათები არ მუშაობდა.

   იქ მცხოვრები მოსახლეობის განცხადებით, მესამე დღეა ასეთი მდგომარეობაა, რასაც რამოდენიმე ავტომობილის მოცურებაც მოყვა. იქ არ იყო განთავსებული გამაფრთხილებელი ნიშანი.

ამ ყოველივეს მოყვა ჩემი და ჩემი მეუღლის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება...

   ჩემს მეუღლეს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია ლაგოდეხის რაიონში. ძალზედ უკმაყოფილოები ვართ იქ არსებული პირობებით და მედპერსონალით (გვაქვს ნასვამი ნერვოპათოლოგის და ქირურგის ვიდეო). ტომოგრაფიის არქონის გამო საკუთარი სახსრებით მოვახდინეთ მისი გადმოყვანა თბილისში და იქ ჩატარებული ოპერაცია ხელახლა გახდა ჩასატარებელი, რადგან დაჩირქდა და არასწორად იყო აპერირებული....

   მეორე ის, რომ პატრული ლაგოდეხში არ არსებობს და კრიმინალური პოლიცია იძიებს ავტოსატრანსპორტო შემთხვევებს,ისინი ყოველგვარი პროცედურების დარღვევით მოქმედებენ. კერძოდ არ გააჩნიათ ახალი ალკოტესტი და სარგებლობენ ძველით ,რაც უკვე კანონდარღვევაა,(რაზეც უარი განვაცხადე და მოვითხოვე ახალი ალკო ტესტი ,რომელმაც ჩემი სიფხიზლე დაადასტურა და აღბეჭდილი მაქვს ვიდეოზე), ადგილზე მოსვლის შემდეგ არ გააკეთეს ნახაზი და მოტოციკლი მიატოვეს შემთხვევის ადგილზე, მხოლოდ 3 საათის შემდეგ ავარიის ადგილზე გადაიღეს სურათები, ისიც ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, ხოლო მეორე დღეს დილას ჩამომართვეს ჩემი კუთვნილი მოტოციკლი, რომელიც დღემდე არ ვიცი სად არის.ისინი იყვნენ აგრესიულები და ცდილობდნენ საკუთარი დანაშაულის დაფარვას...

   ესენი იყვნენ: პოლიციის (უფროსი) ივანე პაპოშვილი 577 57 63 23: (მოადგილე ) მალხაზ კოჭლამაზაშვილი 577 50 00 89: (მოადგილე) ბესო ზედელაშვილი (ნაციონალების დროს ს.ა.დ._ის # 17_ე დაწესებულების ჯალათი) 577 12 40 70: (გამომძიებელი) ტარიელ ფოფხაძე 577 58 31 47. და ვინმეე ირაკლი რომელიც ასევე აგრესიული იყო...

   მოვითხოვ ჩატარდეს გამოძიება და დაისაჯოს ყველა დამნაშავე როგორც პოლიციელი, ასევე მედიკოსები და გამოირკვეს ვისი კომპეტენციაა საავტომობილო გზის მოვლა, პატრონობა, დასუფთავება და რატომ იყო ასფალტის საფარზე თან მოსახვევში დიდი რაოდენობით ქვიშა მიმოფანტული, რამაც მოგვაყენა სერიოზული ფიზიკური და მატერიარული ზიანი მე და ჩემს მეუღლეს...

   ვთხოვ მთავრობას და მასმედიას დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით."

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: