თეა წულუკიანი: ბრალის წარდგენისთვის საკმარისი მტკიცებულებები არსებობს!
როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, სააკაშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებს სასამართლოს წინაშე თავის მართლება მოუწევთ
"მე მეუხერხულება კიდევაც დავწვრილმანდე და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ხარჯებს და მათ მიზნებს, რომელიც თურმე საიდუმლო და ფარული ყოფილა. მე უბრალოდ ვიტყოდი, რომ ეს არის სირცხვილი, თუკი ეს დადგინდება, რომ ასეა. პროკურატურამ ჩათვალა, რომ ბრალის წარდგენისთვის საკმარისი მტკიცებულებები არსებობს და კანონით დადგენილი წესით გრიფი მოხსნილია. ახლა უკვე საქმე სასამართლოზე იქნება და მის წინაშე მათ თავი უნდა იმართლონ. ოლეგ მელნიკოვის ჩვენება ჩემთვის გასაკვირი არ არის. უბრალოდ მიხარია ის, რომ დღეს პროკურორს აქვს ღირსების გრძნობა, რომ დარბაზში ნიღბიანები კი არ იმყოფებიან, არამედ ჟურნალისტები და საზოგადოება იმყოფება. სიმართლე თავის სიტყვას იტყვის, მთავარია, რომ ეს ყველასთვის გასაგები იყოს, გამჭვირვალე და სწორი მართლმსაჯულება", - განაცხადა მინისტრმა.