ერთი თვის განმავლობაში მოქალაქეები პირადობის მოწმობებს 15 ლარად მიიღებენ
იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, 20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე მოქალაქეები პირადობის მოწმობებს 15 ლარად მიიღებენ. პირადობის ახალი მოწმობის მიღების მსურველები გათავისუფლდებიან ფოტოსურათის გადაღების ღირებულებისგანაც. აქციით სარგებლობის საშუალება ნებისმიერ მსურველს, სრულწლოვან თუ არასრულწლოვან მოქალაქეს ექნება.
ახალი პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.
აქციის დასრულების შემდგომ, ახალი პირადობის მოწმობის ღირებულება კვლავ 34 ლარი იქნება.
ამასთან დაკავშირებით 19 აგვისტოს, 11:00 საათზე, თბილისის იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო ბაღათურია და იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ლომიძე ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ და აქციით სარგებლობის პირობებზე ისაუბრებენ.