საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს
შესაძლოა აღმოსავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები 41 გრადუსს პროგნოზირებენ.
დღეს დედაქალაქში ჰაერი 38-40 გრადუსამდე დათბება. დასავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდები. ხვალიდან 3-4 დღის განმავლობაში ღამის საათებში ხანმოკლე წვიმას აღმოსავლეთ საქართველოშიც პროგნოზირებენ. შედეგად ჰაერის ტემპერატურა შედარებით დაიკლებს.
''თბილისში ყველაზე მაქსიმალურ ტემპერატურას ველოდებით, რაც წელს დაფიქსირდა, ეს იქნება 40 გრადუსი. ასეთი მაღალი ტემპერატურები კახეთის რეგიონშიც დაფიქსირდება და 40 გრადუსს გადააჭარბებს. შემდგომ დღეებს რაც შეეხება, ტემპერატურის თანდათანობით დაკლება მოხდება'',-აცხადებენ სინოპტიკოსები.