გიორგი მარგველაშვილი: უმნიშნელოვანეს გადაწყვეტილებებს, რომელიც ეხება ომს, ზავს და ა.შ იღებს ეროვნული უშიშროების საბჭო

გიორგი მარგველაშვილი: უმნიშნელოვანეს გადაწყვეტილებებს, რომელიც ეხება ომს, ზავს და ა.შ იღებს ეროვნული უშიშროების საბჭო

  უმნიშნელოვანეს გადაწყვეტილებებს, რომელიც ეხება ომს, ზავს და ა.შ იღებს ეროვნული უშიშროების საბჭო, აღნიშნული განცხადება საქათველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამარტულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

  "დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი, სიღრმისეული აზრთა გაცვლა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იფუნქციონიროს არსებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა ორგანომ, ეროვნული უშიშროების საბჭომ. ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი იმას, რომ ეს ორგანო არის საქართველოს კონსიტუციური მოწყობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და შესაბამისად, აგრეთვე ჩვენი სახელმწიფოებრივი მოწყობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ამ ორგანოს ეფექტური ფუნქციონირება უზრუნველყოფს იმას, რომ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება ქვეყანაში მშვიდობას, ომს, ზავს, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარის გაგზავნას, სხვა ქვეყნის სამხედრო ძალების შემოსვლას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც ეხება სამხედრო დოკუმენტების შემუშავებას, თვითმმართველობის რომელიმე ერთეულის უფლებამოსილების შეწყვეტას, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და ჩვენი მოქალაქეებისთვის უფლებების შეზღუდვას, ან ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც ამ უფლებებს და მათ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს, ასეთ გადაწყვეტილებებს სჭირდება სიღრმისეული გაანალიზება, რომელიც მოხდება სწორედაც რომ ფორმალურ კონსტიტუციურ ორგანოში, რომლის მანდატიც გაწერილია კონსტიტუციისა და ორგანული კანონის საფუძველზე და ასეთი ორგანო არის ეროვნული უშიშროების საბჭო", - განაცხადა მარგველაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: