კახი კალაძე: ნუ ნერვიულობთ, ამ ცვლილებით პრეზიდენტის უფლებები არ იზღუდება!
ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, გენერალური შტაბის უფროსს პრეზიდენტი დანიშნავს, თუ თავდაცვის მინისტრი , პრობლემას არ წარმოადგენს.
"ვფიქრობ პრობლემას არ წარმოადგენს, გენერალური შტაბის უფროსს პრეზიდენტი დანიშნავს, თუ თავდაცვის მინისტრი. არ მგონია, რომ პრეზიდენტის უფლებები იზღუდებოდეს. ამასთან დაკავშირებით ბატონმა შალვა თადუმაძემ ძალიან კარგი განმარტება გააკეთა. ასე რომ, ის აჟიოტაჟი, რომელიც არის ატეხილი, თითქოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები იზღუდებოდეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
უშიშროების საბჭო მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. საბჭო გასული წლების განმავლობაშიც მუშაობდა, ახლაც აგრძელებს მუშაობას და მომავალშიც გააგრძელებს", - კახა კალაძემ.