დარიალის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა
დარიალის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა, გამოცხადებულია ევაკუაცია. ყაზბეგის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გივი ქირიკაშვილმა განცხადებით, განმეორებითი მეწყერი იმავე ადგილას ჩამოწვა, სადაც მიმდინარე წლის მაისში. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.
გამგეობის თანამშრომლები და გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე ვითარების გასაცნობად უკვე გაემგზავრნენ.