ვახტანგ ჟორდანია:-"ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვიდეს ხალხზე ორიენტირებული მთავრობა" "სოციალ-დემოკრატული პარტიის"
"სოციალ-დემოკრატული პარტიის" ლიდერი ვახტანგ ჟორდანია ნავთლუღის რაიონში უკანონოდ ჩადგმულ ჯიხურებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ არჩვნების პერიოდში ეს ჯიხურები მოსახლეობის თხოვნით არ ჩაადგმევინა, დღეს კი ჯიხურები მაინც ჩაიდგა, რაც პრობლემას უქმნის იქ მაცხოვრებლებს და ლუკმა-პურის საშოვნელად გამოსულ გარე-მოვაჭრეებს. მან საჯაროდ მიმართა ახლადარცეულ საკრებულოს და მოუწოდა დაინტერესდნენ დედაქალაქის პრობლემებით.
ჯორდანიამ ყურადერება გაამახვილა მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი მრავალსართულიანი კორპუსის მსენებლობაზე და მიმართა ქალაქის მერს, რომ შეასრულოს დანაპირები და რეკრიაციულ ზონაში შეაჩეროს ეს მშენებლობა და მიაქციოს ყურადღება საზოგადოებისთვის
მნიშვნელოვან საკითხებს.
-"დაჟინებით არ ვითხოვ, რომ უკვე დადგმული ყველა უკანონო მშენებლომა დაინგრეს, მაგრამ საჭიროა ეს დაწყებული ტენდენცია შეჩერდეს და გადავარჩინოთ ის ადგილები, რომელთა გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლება. საარჩევნო პერიოდში ისნის მიმდებარე ტერიტორიაზე და ნავთლუღში ჟურნალისტების, მოსახლეობის და ჩვენი საშუალებით სამჯერ არ დავადგმევინეთ ეს ჯიხურები, ახლა კი დადგეს კიდეც და გაქირავებულიც არის. არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვა, მთავარია მაჟორიტარი რომ ხარ გახვიდე ხალხში და არჩევნებამდე ყოველ დღე რომ მიდიოდი, ახლაც მიხვიდე და გაარკვიო რა უჭირთ შენს ამომრჩევლებს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვიდეს ხალხზე ორიენტირებული მთავრობა, არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ პრობლემების მოგვარება არ შეიძლებოდეს, მაგრამ საჭიროა კეთილი ნება".
პარტიის ლიდერი შეეხო ბანკით და იპოთეკით დაზარალებულთა პრობლემას და რეცეპტების პრობლემას. მისი თქმით ვადამდელი არჩევნები კიდევ უფრო გატეხავს ქვეყანას წელში, მაგრამ თუ არ დარეგულირდა სიტუაცია, ვადამდელი არჩევნები გარდაუვალი იქნება.