ზურაბ ზურაბიშვილის რობოტების ტრიო
ზურაბ ზურაბიშვილი სხვადასხვა გამოგონების ავტორია, მაგრამ როგორც თავად ამბობს, მისი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გამოგონებები რობოტებია. უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ზურაბი სპორტის დამსახურებული ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელია.ზურაბ ზურაბიშვილმა რობოტი "მომღერალი შადრევანი" ჯერ კიდევ 1953 წელს შექმნა და დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ პირველი გამოგობენით მან უამრავი დიპლომი და ლაურეატის წოდება მიიღო. მეორე გამოგონება იყო "ნაძვის ხე", რომელიც ცეკვავს და მრერის. მესამე გამოგონება კი იყო "მუსიკოსი", რომელიც დაფდაფზე უკრავს.
გამომგონებელს "რობოტების ტრიო" გააქვს პროექტ ნიჭიერში და საზოგადოების შეფასებას ელის.