პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შსს-ს ინფორმაციით, შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხაშურის რაიონის სოფელ გომში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული მანანა ქ. პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინდა, რომ დაკავებული ხაშურის რაიონის სოფელ გომში მდებარე ერთ-ერთ თურქულ სასადილოში არსებულ ოთახებს გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ პროსტიტუციისთვის ქალბატონებს სისტემატურად გადასცემდა.
სამართალდამცველებმა სასტუმროებში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.