პირველად საქართველოში-კონკურსი "cip international"-ის ფინალში მონაწილეობის მისაღებად

პირველად საქართველოში-კონკურსი "cip international"-ის ფინალში მონაწილეობის მისაღებად

   პირველად საქართველოში ვერა დოინოვას სამოდელო სააგენტო "TOP MODELS AGENCY" და ფოტოსტუდია "LUX PHOTOGRAPHYატარებს საერთაშორისო სილამაზის კონკურსს "cip international"- ის ფინალში საქართველოს სახელით მონაწილეობის მისაღებად.

    კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო კონკურსებზე და სამოდელო ბაზრის განვითარებას. კონკურსი ჩატარდება თბილისში. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ როგორც დედაქალაქის, ასევე საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლები. გამოცხადებულ ქასტინგს გოგონები მთელი საქართველოდან გაივლიან 17 დან 28 აგვისტოს ჩათვლით.

   კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად:

 -პირველი ქასტინგის შედეგებიდან გამომდინარე აირჩევიან გოგონები კონკურსისთვის;

 -მეორე ეტაპი გაიმართება 1 კვირის შემდეგ სადაც ჟიური შეარჩევს 30 კონკურსანტს'

 - მესამე ეტაპი ფინალური გამოსვლა, სადაც შეირჩევა გამარჯვებული.

   პირველი 3 ადგილის მფლობელები გაემგზავრებიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში "cip international" საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე საქარველოს სახელით მონაწილეობის მისაღებად, სადაც 2 თვის განვალობაში გაივლიან სრულ მომზადებას, მიიღებენ მონაცილეობას კონკურსის ფინალურ ღონისძიებაზე.

   დაინტერესებულ პირებსა და მედიასაშუალებებს გთხოვთ დაუკავშირდეთ სამოდელო სააგენტო "TOP MODELS AGENCY"-ის ხელძღვანელს ვერა დოინოვას.

ტელ.:571 429 449

 

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: