"სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი" ნუკრი ლოლაძის სისხლის სამმართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს
"სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი"- მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება ნუკრი ლოლაძის მიმართ და მიმართვას ავრცელებს.
–"საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ ლანა ღვინჯილიას, რომელსაც სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პი რადი ნივთები მიჰქონდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე ნუკრი ლოლაძემ შენობაში პიჯაკების დატოვების უფლება არ მისცა რა დროსაც მიაყენა როგორც სიტყვიერი ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა.
,, სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი"- მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე ნუკრი ლოლაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, რომელიც ამავდროულად შეიცავდა ხულიგნობის ელემენტებს.
,, სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი"- მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება ნუკრი ლოლაძის მიმართ და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის მისცეს სისხლის სამმართლის პასუხისგებაში".
ცნობისთვის, ორგანიზაცის 20 აგვისტოს დარეგისტრირდა. მისი დამფუძნებლები ყოფილი სამართალდამცავები ზვიად კუპრავა და კობა სიბაშვილი არიან. ორგანიზაციის მიზანია სტატისტიკის კვლევა და ანალიზი, სამართალდამცავების ინტერესების დაცვა ძირითადად ქვედა დონეებზე, ხოლო მათი მხრიდან დანაშაულის შემთხვევაში მოთხოვნა სასწრაფო რეაგირების ასევე საკანონმდებლო ბაზიის დახვეწაზე მუშაობა.