დავით ნარმანიამ შპს-ების შემოწმება თავად მოითხოვა

დავით ნარმანიამ შპს-ების შემოწმება თავად მოითხოვა

   თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა ორგანიზაციის ფინანსები შემოწმდება, მათ შორის, დამკრძალავი ბიურო "ჰერმესის".
  როგორც ნარმანიამ კომენტირებისას განაცხადა, მან შპს-ების შემოწმება თავად მოითხოვა.
   "მე მივმართე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რათა დაეწყო საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის რევიზია მერიის ქვემდებარე ორგანიაციებისა, რომლებიც წლების განმავლობაში არც შემოწმებულა და სადაც არსებობს ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს დარღვევებს, გაუაზრებლად მაღალ ხარჯებს და შესაბამისად, მერიის კუთვნილი შემოსავლების ხელოვნურად შემცირებას. აქედან გამომდინარე გვინდა, რომ ეს ორგანიზაციები შემოწმდეს. ეს ეხება მერიის ქვემდებარე ყველა ძირითად ორგანიზაციას და გამონაკლისი არც "ჰერმესია", - განაცხადა ნარმანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: