გაერო-აღმოსავლლეთ უკრაინაში 416 ათასმა ადამიანმა იძულებით დატოვა საცხოვრებელი
გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად, თითქმის 416 ათასმა ადამიანმა იძულებით დატოვა საცხოვრებელი სახლი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აქედან დაახლოებით 198 ათასი იძულებით დევნილი რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა, 14 ათასზე მეტი -პოლონეთში, დაახლოებით 14 ათასი კი - ბელორუსში.
"არ გამოვრიცხავთ, რომ დევნილთა რაოდენობა კიდევ უფრო მეტია, რადგან არ არსებობს რეგისტრაციის ცენტრალიზებული სისტემა. ასევე ბევრი დევნილი ქვეყანას დაურეგისტრირებლად ტოვებს", - განაცხადა გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს პრესმდივანმა არიანე რუმერიმ.