ნატალია ხოხიაშვილი:–"გამორიცხული არაა ერთ დღეს ისინიც მოიპარონ ქუჩიდან და ჩუმად გადასცენ რუსეთის სპეცსამსახურებს"

ნატალია ხოხიაშვილი:–"გამორიცხული არაა ერთ დღეს ისინიც მოიპარონ ქუჩიდან  და ჩუმად გადასცენ რუსეთის სპეცსამსახურებს"

   ალბათ ყველას ახსოვს, რომ 2013 წლის 13 ივნისს შსს-პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ  საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის, შს სამინისტროს სხვა ოპერატიული დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედება, რომელმაც საზოგადოების ყურადრება მაშინვე მიიპყრო.

 

   –"საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის, შს სამინისტროს სხვა ოპერატიული დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო  მოქმედებების შედეგად, დღეს გამთენიისას, ქ.თბილისში დაკავებული იქნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი, რომელთა დროებითი საცხოვრისიდან, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია. დაკავებულები იყვნენ დაღესტნელი ძმები მიქაელ ქადიევი და რიზვან ომაროვი"–ნათქვამი იყო განცხადებაში. 

   

   აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოების ყურადღება კი მიიპყრო, მაგრამ მოსახლეობის ნაწილში კითხვებიც გააჩინა, რომელზეც პასუხი დღესაც არ მუღიათ ამ ადამიანებს. ამ ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალი თაობა–დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე ნატალია ხოხიაშვილი ეხმიანება და მის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ.

 

   –"მათ საქმეს თუ გადავხედავთ ბევრ უზუსტობას წავაწყდებით. შსს-ს განცხადებით ისინი ცხოვრობდნენ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მფრინავის, ზაურ ქორთოშიძის სახლში, აპირებდნენ ქვეყანაში აფეთქებების მოწყობას და ამით შიშის დათესვას. მათი დაკავება მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. Mმანამდე ქადიევი და მაგამედ მაგამედოვი დააკავეს ბათუმში, გზაში ქადიევმა მოახერხა გაქცევა და ამის შემდეგ ის ცხოვრობდა თბილისში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ქადიევი 2011 წლიდან ცხოვრობდა საქართველოში და პერიოდულად ტოვებდა საქართველოს, ის ჩვენს ქვეყანას თავს აფარებდა, რადგან ძებნილი იყო რუსეთის ხელისუფლების მიერ, რუსეთის ხელისუფლების მიერ ძებნილი იყო ასევე მაგამედ მაგამედოვი, რომელიც 2013 წლის 19 აპრილს ისნის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა და 1 წლის შემდეგ, საქართველოში უშედეგო ძებნის მერე,      ,,წითელი  ჯვრის" წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს რუსეთში ,,ლუბლიანკას" ე.წ ,,კგბ"-ს ციხეში. ამის შემდეგ ხდება ქადიევის და უმაროვის დაკავება.

ქართულმა სასამართლომ ქადიევს და უმაროვს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ქადიევმა მოითხოვა საქართველოს ხელისუფლებისგან დევნილის სტატუსუს მინიჭება, ამით მან თავშესაფარი მოითხოვა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მას სტატუსზე უარი უთხრეს. ამის შემდეგ სამინისტროს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით სასამართლოში გაასაჩივრეს, მაგრამ სასამართლოდანაც იგივე პასუხი მიიღეს რაც სამინისტროდან, ,,კოპი-პეისთით" გადაღებული პასუხი, სადაც სასვენი ნიშნებიც კი არაა შეცვლილი, ქართული სასამართლო და დევნილთა სამინისტრო ენდო რუსეთის მთავარი პროკურორის მოადგილის სიტყვას, რომ გადაცემის შემთხვევაში მას არ აწამებნენ, რადგან საერთაშორისო კონვევციის თანახმად, აკრაძალულია პირის იმ ქვეყნისთვის გადაცემა სადაც ის წამებისთვისაა განწირული. ჩვენს ქვეყანას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს ამიტომ ოფიციალურად ვერც მაგამედოვს გადასცემდნენ და ვერც ქადიევს, ამიტომ ეჭვი არის რომ მაგამედოვი მოიტაცა ქართულმა სპეცსამსახურებმა და განმუხურის ტერიტორიიდან გადასცეს რუსებს. ასევე  მოხდება სავარაუდოთ ქადიევზეც, მას რამოდენიმე თვე აქვს და დარჩენილი სასჯელის მოსახდელად. Dევნილის სტატუსი ეს იქნებოდა მისი დაცვა, რაც ამ ხელისუფლებამ არ გააკეთა. რა გამოდის, სტატუსს არ ვაძლევთ პიროვნებას რომელსაც საქართველოში აქვს უძრავი ქონება, დანიშნულია ქართველ გოგონაზე დააპირებს საქართველოში ცხოვრებას. ის რომ მუსულმანი და დაღესტნელი არ იყოს ალბათ ასე არ მოექცეოდნენ. Aაქვე ავღნიშნავ, მას დევნილთა სამინისტროსთან 15 მდე Dჩრდილოკავკასიურმა ორგანიცაციამ გაუწია რეკომენდაცია და შუამდგომლობა იმის თაობაზე რომ ქადიევი აფინანსებდა მათ ორგანიზაციებს და აქტიურად იცავდა ადამიანის უფლებებს, მაგრამ სამინისტრომ ეს არ გაითვალისწინა, სამაგიეროდ გაითვალისწინა რუსული ,,კომერსანტის" ინფორმაცია, რომ ის არის დამნაშავე და ძებნილი. Qქადიევს და მაგამედოვის  ბათუმში დაკავების საქმე უკვე გადაგზავნილია სტრასბურგში. რაცშეეხება მეორე საქმეს, აქ ელოდებიან უზენაესი სასამართლოს განაჩენს და მასაც გააგზავნიან სტრასბურგის სასამართლოში.

   ამათ საქმეში უამრავი დარღვევები იკვეთება. ისინი დააკავეს როგორც ტერორისტები და გაასამართლეს იარაღის უკანონო შენახვა-შეძენაზე. ეს მას შემდეგ, რაც დაკავებულებს ხელისუფლებამ მოთხოვა შეკვეთილი აფეთქებების აღიარება. ღოგორც ავღნიშნეთ ისინი ცხოვრობდნენ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მფრინავის, ზაურ ქორთოშიძის სახლში. მათ უნდა ეღიარებინათ რომ ისინი ზაურ ქორთოშიძემ ჩამოიყვანა სააკაშვილის დავალებით აფეთქებების მოსაწყობად. მათ ეს არ აღიარეს. სასამართლოზე ისინი ითხიოვდნენ თავისი სიმართლის დასამტკიცებლად ჩვენების მიცემას და სიცრუის დეტექტორზე შემოწმებას. მე კონსულტაცია გავიარე შესაბამისი დარგის სპეციალისტთან და მან ამიხსნა, რომ ის თეთრი პლასტიდი, რომელიც მათ აღმოუჩინეს არის ამერიკული წარმოების, მასზე მკაცრ აღრიცხვას აწარმოებს ამერიკული მხარე (წელიწადში რამოდენიმეჯერ ჩამოდიან და ამოწმებენ რაოდენობას), რათა არ მოხდეს მესამე პირის ხელში. ეს პლასტიდი აქვს საქართველოში მხოლოდ DFშსს-ს და თავდაცვის სამინისტროს. გამოძიება არ დაინტერესებულა საიდან მოხვდა ეს ასაფეთქებელი მათ ხელში, არ ჩატარებულა ექსპერტიზა ანაბეჭდებზე. არც ის გამოუძიებიათ სად უნდა მომხდარიყო აფეთქებები და რა უნდა აეფეთქებიათ. გამოძიების მტკიცებით მათ ასაფეთქებელი ნივთიერებები და იარაღი უპოვეს სახლაში, ამ დროს სახლის სადარბაზოს აკონტროლებს დაცვის სამსახური და არ ამოუღიათ ვიდეო თვალის მასალები, რა დროს და როგორ შეიტანეს სახლში მათ ეს იარაღი, ვიდეო თვალის მასალები როგორც მტკიცებულება სასამართლოზე არ ყოფილა წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა რომ ამას ბრალდებულები ითხივდნენ.  

   ბრალდებულების მტკიცებით ისინი   კონტრტერორისტული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს – "თუ ილაპარაკებ სიმართლეს, მოგისჯით 2 წელს და შემდეგ გადაგცემთ რუსეთზე, ხოლო თუ ილაპარაკებ ისე, როგორც ჩვენ გვსურს, მოგისჯით 6 თვეს და შემდეგ გაგიშვებთ თურქეთში ან სულაც, პოლიტიკურ თავშესაფარს მოგანიჭებთ." ხელისუფლებამ ამ მუქარის ერთი ნაწილი შეასრულა. დარჩა მეორე – მათი რუსეთისთვის გადაცემა და სავარაუდით ამასაც მოახერხებს, ქადიევს და უმაროვს სასჯელის მოხდამდე დარჩენილი აქვთ რამოდენიმე თვე. გამორიცხული არაა ერთ დღეს ისინიც მოიპარონ ქუჩიდან როგორც მაგამედოვი და ჩუმად გადასცენ რუსეთის სპეცსამსახურებს, ალბათ მერე მასაც მაგამედოვივით აღმოვაჩენთ რუსეთის რომელირაც ციხეში და მერე ისინიც გაქრებიან როგორც ბევრი თავისუფლებისმოყვარე ჩრდილო კავკასიელი".

 

   "ივერიონი" მიმართავს განსხვავებული აზრის მქონე პირებს, კომენტარის ან მოსაზრების ფარტო საზოგადოებისვის მიწოდების სურვილის შემთხვევაში აუცილებლად დაუთმობს დროს და საშუალებას მისცემს თავისი შეხედულება გამოთქვას.

   

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: