შალვა ნათელაშვილი:–"ძალიან მძიმე მდგომარეობაა, შესაბამისად ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ"

შალვა ნათელაშვილი:–"ძალიან მძიმე მდგომარეობაა, შესაბამისად ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ"

   წამლების რეცეპტებით გაცემის თაობაზე დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ცენტრალურ ოფისში პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და პარტიამ საქართველოს მთავრობას გაეროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში უჩივლა.

 

   –,,მასობრივი რეცეპტიზაციის დანაშაულებრივი გადაწყვეტილების გამო დაწყებულმა პანიკამ მკვეთარად გაზარდა მედიკამენტების ფასი ბაზარზე, გამოიწვია დეფიციტიც, ხოლო მილიარდელმა ივანიშვილმა თავის ქონებას კიდევ დაამატა მილიონები მისი კუთვნილი სააფთიაქო ქსელ ,,ფარმადეპოდან." სახეზეა მოსახლეობის დანაშაულებრივი გენოციდი, რის გამოც დღეს მივმართეთ გაეროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, სასწრაფოდ აღკვეთოს საქართველოს მთავრობის დანაშაულებრივი საქმიანობა ამ მიმართლებით."-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

   მისი თქმით, რეცეპტებით გასაცემ მედიკამენტების სიაში ბევრი ისეთი მედიკამენტია, რომელიც ამერიკასა და ევროპაში ურეცეპტოდ იყიდება.

   –,,სად გაგონილა იმ მედიკამენეტების რეცეპტიცაზია, რომლებიც მთელი მსოფილოში ურეცეპტოდ იყიდება. თუ ეშინიათ, რომ ადამიანებმა თავი არ მოიკლან, ამისთვის უნდა გაატარონ სწორი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა და დაპირებები შეასრულონ. მსგავსი შიშით ჩვენ უნდა ავუკრძალოთ ადამიანებს შაქრის შეძენა, რადგან ბევრის ჭამა დიაბეტს იწვევს; მარილის შეძენა, რადგან მომეტებულმა რაოდენობამ შეიძლება ინსულტი გამოიწვიოს და დავჭრათ ხეები, რომლების ალერგიას იწვევენ. ვერანაირი ოჯახის ექიმი ამ ტრაგიკულ მდგომარეობას ვერ უშველის, რადგან ის ვერ გამოწერს რეცეპტს, თუ არ გაგგზავნა გამოკვლევაზე, ან შესაბამის ექიმთან, რაც ფასიანია. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, შესაბამისად ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ. "- განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა.

   პ.ს. ხვალ პარტია საჩივარს საკონსტიტუციო სასამართლოშიც შეიტანს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: