გიორგი მარგველაშვილი : დარიალის ხეობაში ინფრასტრუქტურის აღდგენა სწრაფად მოხდება

გიორგი მარგველაშვილი : დარიალის ხეობაში ინფრასტრუქტურის აღდგენა  სწრაფად მოხდება

 გზისა და სხვა ინფრასტრუქტურის აღდგენა ისევე სწრაფად მოხდება, როგორც ეს მაისში ჩამოწოლილი მეწყრის დროს მოხდა. განცხადება ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დარიალის ხეობაში ყოფნისას გააკეთა.
"ერთი დადებითი, რაც გამოვიტანეთ წინა შემთხვევიდან, არის ის, რომ ახლა დევდორაკზე დადგმულია ინფორმაციის გადამცემი საშუალებები, რომელიც საზღვარს და შსს-ს ატყობინებს, თუ რამე მოძრაობაა მდინარეზე. სისტემამ იმუშავა, რის შემდეგაც გადაიკეტა გზა ზევიდანაც და ქვევიდანაც, ამიტომ არ გვაქვს ისეთი მასშტაბური მსხვერპლი, როგორიც მანამდე გვქონდა. 7 ადამიანი დაიღუპა მაშინ, ახლა ორ ადამიანს ვეძებთ. ახლა მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მთავრობა მობილიზებულია", - განაცხადა მარგველაშვილმა.




საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: