"ქვებით ჩავქოლავთ მევახშესაც და აღმასრულებელსაც და ამით დავაჩქარებთ პროცესებს!"– დაზარალებულთა მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს
საქართველოს კანცელარიასთან უკვე რამდენიმე კვირაა იპოთეკითა და ბანკის სესხებით დაზარალებული მოსახლეობა აქციას მართავს. აქციის ორგანიზატორთა საინიციატივო ჯგუფმა საქართველოს პრემიერ–მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართვა გაუგზავნა, რომელსაც მათი თხოვნით უცვლელად გთავაზობთ. (სტილი დაცულია)
საქართველოს პრემიერ– მინისტრს ბატონ, ირაკლი ღარიბაშვილს
არასამთავრობო ორგანიზაცია "იბერიელთა კავშირი"–ს თბილისისა და საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები ბანკების მიერ წელშიგაწყვეტილი, კერძო მებახშეების მიერ მორგებული კანონების წყალობით გამწარებული, თქვენი უყურადღებით აღშფოთებული მოქალაქეების ერთობლივი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ბატონო პრემიერო! ჩვენი მრავალგზის თხოვნის მიუხედავად ვერ მივაღწიეთ იმას, რომ გამოსახლებები მაინც შეჩერებულიყო და ამდენი ცოდვის ტრიალი შეწყვეტილიყო ქვეყანაში. თქვენ არ გვიტოვებთ სხვა გზას, რადგან თქვენ არ გაგაჩნიათ არანაირი მექანიზმი ჩვენი დაცვისა და ამ პრობლემის მოგვარებისა. ჩვენ გადავწყვიტეთ გადავიდეთ ჩვენებურ სამართალზე. ყველა ხერხი უნდა ვცადოთ, რათა შევაჩეროთ გამოსახლება. ყველა ხერხს ვგულისხმობთ ხელკეტებს, ქვებს–ჩავქოლავთ მევახშესაც და აღმასრულებელსაც. გვიძახეთ ველურები და დაგვიჭირეთ, დაგვაპატიმრეთ. თქვენ და ქვეყანაში არსებული უსამართლო კანონები გვხდის დამნაშავეებს. ამ უსამართლობას ჩვენ ვერ ავიტანთ! მაინც გამეტებულნი ვართ ხელისუფლებისაგან და ჩვენ თვითონ დავაჩქარებთ პროცესებს, მაგრამ, ხელისუფლებას და თქვენ მოგიწევთ პასუხისგება ჩვენს დანაშაულზე.
მამის ჯაფარაშვილი, ირინა მღვდელაძე