დავით შავლიაშვილი:დარიალის ხეობაში გზის აღდგენას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება
როგორც საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით შავლიაშვილმა განცხადა, დარიალის ხეობაში გზის აღდგენას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება.
"დღეს დილის 06:00 საათზე განახლდა სამუშაოები, ადგილზე მობილიზებულია მთელი ტექნიკა, ამ დროისთვის ტექნიკის დამატება აღარ საჭიროებს. დაახლოებით 600 მეტრი უკვე გაწმენდილია, დაიწყება მასალის შემოტანა და გზის ნიშნულზე მოტანა. აგრეთევე ვაწარმოებთ გამაგრებით სამუშაოებს კილომეტრზე, ძალიან ძნელია იმის თქმა თუ რამდენი ხანი დასჭირდება სამუშაოების დასრულებას, მაგრამ მე ვფიქრობ ამისთვის 2 კვირა მაინც იქნება საჭირო. მინიმუმ 2 კვირა იქნება საჭირო იმისთვის რომ გზა გავხსნათ",- განაცხადა მინისტრმა.