დარიალის ხეობაში დაკარგული თურქეთის მოქალაქის ცხედარი იპოვეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილის განცხადებით, ცხედარი რუსეთის მხარეს მდინარეში აღმოაჩინეს.
"პირველადი ინფორმაციით, სავარაოდოდ, იგი არის ის თურქი მოქალაქე, რომელსაც ჩვენ გუშინდელი დღიდან ვეძებდით. სავარაუდოდ, რამდენიმე საათში მოხდება მიცვალებულის ქართული მხარისთვის გადმოცემა, სადაც ჩატარდება ექსპერტიზა და შემდგომში მიცვალებული გადაეცემა თურქეთის მხარეს. რაც შეეხება საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც დაკარგულია, ის ნაპოვნი არაა", - განაცხადა ქაწაშვილმა