ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველომ და სომხეთმა დაამტკიცეს, რომ არა მხოლოდ მეზობლები, არამედ, მეგობრები ვართ!
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე გალუსტ საჰაკიანს შეხვდა.
მხარეებმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.
"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. ჩვენს ქვეყნებს ბევრი საერთო აქვთ. საუკუნეების განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა რთული გზა გაიარეს და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ არა მხოლოდ მეზობლები, არამედ, მეგობრები. ჩემი ვიზიტიც ამის დადასტურებაა, რომ მზად ვართ, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ. მოუთმენლად ველით თქვენს ვიზიტს ოქტომბერში", - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს.
შეხვედრას საქართველოს დელეგაციის წევრები და სომხეთის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები დაესწრნენ.