სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებას აქვეყნებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებას აქვეყნებს

   სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებას აქვეყნებს და საზოგადოებას N6 საპატიმროდან გვიან ღამით პატიმრის სხვა ციხეში გადაყანის მიზეზებს აცნობს.

 

   "22 აგვისტოს, ღამის პირველი საათისთვის N მე-6 დაწესებულების ერთ-ერთ საკანში მსჯავრდებულებს შორის კონფლიქტი მოხდა. ერთ-ერთი მსჯავრდებული, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, თანასაკნელების უსაფრთხოების  უზრუნველსაყოფად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ეტაპირება მოხდა კანონის ფარგლებში. პატიმრის გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას დაწესებულების ადმინისტრაცია იღებს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში პატიმრის გადაყვანა მიზნად  ისახავდა სიტუაციის განმუხტვას და როგორც, თავად გადაყვანილი მსჯავრდებულის, ასევე სხვა პატიმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. სიმართლეს არ შეესაბამება ასევე, დაწესებულებაში სპეცრაზმის შეყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. დაწესებულების შიგნით წესრიგს ადმინისტრაცია იცავდა და იცავს, ხოლო დაწესებულების გარეთ შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და არეულობის პრევენციისთვის გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია. გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ სამინისტრო ყოველ თავის ქმედებაში ემორჩილება კანონის უზენაესობას და შესაბამისად, კანონის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ პატიმრების ჯანმრთელობა და სიცოცხლე მაქსიმალურად დაცული იყოს", – ნათქვამია სამინისტროს განსხვადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: