ლიკა ყაზბეგი გიორგი მღებრიშვილს განსაკუთრებული თხოვნით მიმართავს
სამოდელო სააგენტო "ლიკა ყაზბეგი"-ის დამფუძნებელი ლიკა ყაზბეგი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს გიორგი მღებრიშვილს მიმართავს. იგი მინისტრს სთხოვს საკუთარი მეუღლის ავადმყოფობის გამო პატიმარი #6 დაწესებულების ე.წ ,,ბალნიჩკიდან" ნახევრად ღია ზონაზე იქნას გადაყვანილი.
მისი თქმით ნახევრად ღია ზონაში პატიმარს ეზოში შეუძლია ისეირნოს, ჰაერზე, რას აუცილებელია მისი მეუღლისთვის.
–"იქ სადაც ახლაა, ჩაკეტილი ზონაა, არ აქვს ჰაერზე ყოფნის საშუალება. არადა კერძო ექსპერტიზის ექიმებმა დაადასტურეს, რომ მისი ამ სისტემაში ყოფნა, ანუ მეექვსე დაწესებულებაში ყოფნა არ შეიძლება. იმედი გვაქვს ახალი მინისტრი, ბატონი გიორგი მღებრიშვილი ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებს" -განუცხადა "ივერიონს" ლიკა ყაზბეგმა.