დარიალის ხეობაში პრემიერს ელოდებიან

დარიალის ხეობაში პრემიერს ელოდებიან

   დარიალის ხეობაში პრემიერს ელოდებიან.
   ადგილზე სამუშაოები გრძელდება. დარიალის ხეობაში უკვე მეორე დღეა ეძებენ დაკარგულს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა.
     ოგორც ცნობილია,ორი დაკარგულიდან ერთი ნაპოვნია. თურქი მოქალაქის ცხედარი წყალმა რუსეთის მხარეს საზღვართან გამორიყა. გარდაცვლილს ქართულ მხარეს რამდენიმე საათში ექსპერტიზისთვის გადასცემენ.
   მუშაობას განაგრძობს პრემიერთან შექმნილი საგანგებო შტაბი. კრიზისების მართვის საბჭომ დღეს ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.
  შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, დარიალის ხეობაში გზის გახსნას, სავარაუდოდ, 2 კვირა დასჭირდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ასევე, სპეციალისტები ცდილობენ სომხეთთან დამაკავშირებელი გაზსადენის აღდგენას. ქვეყნისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება ორ დღეში განახლდება.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: